გახსნილია დევნილთა კოორდინაციის შტაბი, სადაც გროვდება პროდუქტი და ტანსაცმელი დევნილებისთვის. მისამართი: მიცკევიჩის 29ა.
მოხალისეებს, ვისაც აქვთ სურვილი სამინისტროსთან ერთად დაეხმაროს დევნილებს, გთხოვთ გამოცხადდეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში თამარაშვილის 15 ა.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აწარმოებს დევნილთა რეგისტრაციას. კომპაქტურ ობიექტებში მყოფ დევნილთა რეგისტრაცია მოხდება ადგილზე, ხოლო კერძო სექტორში მყოფმა დევნილებმა რეგისტრაცია გაიარონ ვაჟა ფშაველას 16.
თუ ფლობთ ინფორმაციას ტყვეების შესახებ, მარადიორობის ფაქტებზე, კონფლიქტის ზონაში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდეთ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცხელ ხაზს: 47 3006 ან 989451.
0 comment(s) to... “ინფორმაცია> დევნილების დახმარება”