Plump DJs ბათუმში
Posted 1:44 PM by Louder in თემები breakbeat, clubbing, disco, dj mix, MixO, mp3, Music, musichall
ოთხშაბათს, 20 აგვისტოს ბათუმის კლუბ ტარაბუაში დაუკრავს ბრიტანულ ელექტრონიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი Plump DJs.
Plump DJs გამოდიან ბრიტანულ ლეიბლზე Finger Lickin'. რამდენიმე თვის წინ გამოვიდა მათი მესამე ალბომი Headtrash, რომლის შეძენაც ინტერნეტ მაღაზიებში შეგიძლიათ.
საღამოს ორგანიზატორია პრმოუტერული გაერთიანება "Fast Forward", რომელშიც ორი ქართველი პრომოუტერი შედის. მათი აზრით ამ დღეს ტარაბუაში 3500-ზე მეტმა ადამიანმა უნდა მოიყაროს თავი, შესაბამისად ეს ქართული ქლაბინგის ყველა დროის ყველაზე მასიურ რეივად უნდა იქცეს.
ამ დღეს ქართველი დიჯეებიდან დაუკრავენ Dj Ciga, Mix'O, Spootnic.
0 comment(s) to... “Plump DJs ბათუმში”