Soft Cell “Tainted Love”

Posted 6:00 PM by KOMUNA in თემები , , , , , , ,

ერთი სიმრერის ისტორია

soft_cell

Song: Tainted Love

Artist: Soft Cell

Label: Sire

Performers: Marc Almond (vocals), Dave Ball (synthesizers), Mike Throne (synclavier).

Writers: Ed Cobb

Producers: Mike Throne

Chart debute: Januaru 16, 1982

1981 წელს MTV -ის ეთერში პირველი მუსიკალური ვიდეო გავიდა -  The BugglesVideo Killed The Radio Star’’, მეორე იყო პეტ ბენატარის ‘You Better Run’, მესამე ვიდეოს დაწყებამდე, სანამ მომდევნო ფირს გაუშვებდნენ, მოულოდნელად ეკრანი გაშავდა. მაგრამ ეს შორეულ 80-იანებში ხდებოდა, როდესაც იწყებოდა ხარისხიან ელექტრონულ მუსიკალურ ტექნიკაზე გადასვლა, ანუ სტუდიურ თუ საკონცერტო პრაქტიკაში შემსრულებლებს, კომპოზიტორებს თუ პროდუსერებს იმ დროისთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობები ეძლეოდათ.

ვიდეო- რეჟისურის ხელწერად იქცა მოკლე სიუჟეტების მონტაჟი, რაც სულ რაღაც ორი წამი გრძელდება, როდესაც მაყურებელი ვერ ასწრებს სურათის ბოლომდე დანახვას, მოციმციმე სიუჟეტების აზრობრივად გაერთიანებას და გაჟღერებული სიმღერის ტექსტთან გაიგივებას.

1982 წელს Soft Cell ‘Tainted Love’-მა თავის ავის მომასწავლებელი, უნებლიე ქვეტექსტით ტოპ-ათეულები ააწრიალა. მაშინ შიდსის ვირუსის პრობლემა ასე მწვავედ ჯერ კიდევ არ იდგა და სიმღერა მხოლოდ ჰომოსექსუალისტების საქმედ აღიქვეს. თანაც მაშინ მარკ ოლმონდმა, ამ პატარა ვარსკვლავმა, პირველად გადადგა ნაბიჯი არატრადიციული ურთიერთობების მქონე ადამიანებისკენ. შესაბამისად, ოლმონდის პიროვნებიდან გამომდინარე, სიმღერამ Tainted Love სხვა მნიშვნელობა და მომავალ კრიზისზე ბნელი კომენტარის იარლიყი შეიძინა. როგორც თავად იხსენებს: `ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ავადმყოფობის შესახებ შევიტყეთ. სიმღერა მასთან განზრახ არც კი დაგვიკავშირებია, ეს თავისთავად მოხდა”.

სიმღერის ისტორია რეალურად ადრეულ 1960-იან წლებში დაიწყო. მისი ავტორია ედ კობი, მაშინელი ჰოლივუდური მსუბუქი პოპ ჯგუფის Four Preps -ის ვოკალისტი, რომელმაც თავის დროზე სიმღერა საყვარელს მიუძღვნა, თანაც შეეცადა ტექსტი ქალის გადმოსახედიდან დაეწერა. შესაძლოა ამან განაპირობა მისი წარმატება, და ის რომ იგი სექსუალური უმცირესობისადმი მიძღვნილ სიმღერად აღიქვეს.

1964 წელს კობის სიმღერა გლორია ჯონსმა ჩაწერა და გამოუშვა ერთ პატარა ლეიბლზე Champaign, მაგრამ მას შემდეგ ის აღარავის გახსენებია. სულ რაღაც ათი წლის შემდეგ, როდესაც ევროპა ამერიკულმა სინგლებმა გაიტაცა, ტრეკი ჩრდილოეთ ბრიტანულ სცენაზე საკულტო ჰიტად იქცა.

ამ სცენის ერთ-ერთი ენთუზიასტი დევიდ ბელი, ლიდსელი სტუდენტი იყო. მოგვიანებით დევიდი იხსენებდა: `ეს სიმღერა პირველად 1975 წელს მოვისმინე, მაშინ უკვე მქონდა KRAFTWERK თავისი Autobahn -ით და ჩრდილოეთ სოულის გერმანულ ელექტრო მუსიკასთან გაერთიანების იდეაც მაშინვე გამიჩნდა”.

რამდენიმე წლის შემდეგ ბელმა თავის თანაკურსელ მეგობართან, მარკ ოლმონდთან ერთად დუეტი Soft Cell ჩამოაყალიბა. სიმღერის დემო დენიელ მილერის პროდუსირებით ჩაწერეს. ლეიბლის ზეწოლის მიუხედავად ტრეკისთვის ტრადიციული როკ გიტარა, ბასები და დრამები დაემატებინათ, საუნდი სწორედ ისეთი გამოვიდა როგორიც DM-ს ჰქონდა. ანუ ორი კარდინალურად განსხვავებული პოლუსის ტრიუმფი – ელექტრო მუსიკა და ჩვეულებრივი, ზოგჯერ სუსტი ტექსტი.

სანამ მსოფლიოს თექვსმეტამდე ქვეყნის ჩარტებში პირველ ადგილს დაიკავებდა, 1981 წლის ბოლოს Tainted Love ბრიტანეთის ჩარტებში ორი კვირის მანძილზე ლიდერობდა, მაშინ, როდესაც ამერიკაში მხოლოდ მერვე ადგილს იკავებდა. თავად გლორია ჯონსმაც კი აღნიშნა რომ `მათი ვერსია საუკეთესო იყო”.

დღეს Soft Cell -ისეული Tainted Love მართალია თავის ორიგინალურ კონტექსტს - AIDS კრიზისის თემას მოსწყდა, მაგრამ არანაკლებ პოპულარული და საინტერესოა, თუნდაც Rihanna შესრულებით (“SOS” როგორც გახსოვთ, ნომერ პირველი პოპ-ჰიტი გახდა გამოსვლისთანავე). ამჟამად ოლმონდის აზრით `ძალიან შორსმჭვრეტელი სიმღერა გამოგვივიდა. დღეს ის იმაზე უფრო წარმატებული და ცნობილია ვიდრე მაშინ, როცა ის ჩვენ გავაკეთეთ”.



0 comment(s) to... “Soft Cell “Tainted Love””