E-menu და მომავლის რესტორნები

Posted 12:14 PM by KOMUNA in თემები , , , ,

როგორც ჩანს ეს ელექტრონული მენიუ მომავლის რესტორნების განუყოფელი ატრიბუტი გახდება. მისი გამოყენება უკვე დაიწყეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ისრაელშიც. რესტორანში მისულს თქვენ სპეციალურ ფორმებში ჩაცმული მიმტანები აღარ დაგხვდებიან, მათ ფუნქციას მაგიდაზე დამონტაჟებული ციფრული მოწყობილობა შეასრულებს. ეკრანზე თითის დადებით თქვენ შეძლებთ მენიუში სასურველი ფასის მიხედვით სასურველი კერძის შერჩევას. იდეის ინიციატორები ინოვაციის რამდენიმე უპირატესობაზე საუბრობენ: პირველი - თქვენ შეძლებთ კერძის არამხოლოდ სახელწოდებით შერჩევას, არამედ მას თავიდანვე ვიზუალურად შეაფასებთ; მეორე - ამ ეკრანის საშუალებით თქვენ მაგიდასთან მოხვედრის წუთიდან გართობის სხვა საშუალებებიც გეძლევათ, როგორებიცაა უახლესი ვიდეოების ყურება ან გართობა ელექტრონული თამაშებით. და რაც მთავარია, სიახლე სასარგებლოა თავად ამ ბიზნესის მწარმოებლებისთვის - ელექტრონული მენიუს პირობებში კლიენტები როგორც წესი უფრო დიდი რაოდენობით კერძებს უკვეთავენ, რის გამოც რესტორნების მეპატრონეთა შემოსავლები იზრდება. ისინი ეკონომიას ასევე მომსახურე პერსონალის შეზღუდვის ხარჯზეც აკეთებენ. და ბოლოს, ზიზღიანი კლიენტების საყურადღებოდ, ასეთი რესტორნების ადმინისტრაციები ირწმუნებიან, რომ E-menu -ს ეკრანებს საათში ერთხელ წმენდენ, ასე, რომ ჭამის წინ სხვის ნათითურებზე ხელის დადება ან ამის გამო ყოველ წუთს ხელის დასაბანად სირბილი, აღარ მოგიწევთ.

დამატებითი ინფორმაცია შეგილია იხილო მწარმოებელის გვერდზე

ვიდეორეპორტაჟი იხილე აქ



0 comment(s) to... “E-menu და მომავლის რესტორნები”