Cut Copy

Posted 4:07 PM by KOMUNA in თემები , , , , , ,



წარმოგიდგენთ უახლეს ავსტრალიურ 1980-ების გამოძახილს, ელექტრო-პოპ ბენდს CUT COPY , ტრიო: დენ ვიტფოლდი, ტიმ ჰოი და მიჩელ სკოტი.
ერთი მოსმენით ძალიან გავს Franz Ferdinand. დენის ვოკალი კი Dave Gahan ს მიუგავს, როგორც ჩანს ერთობლივმა ტურნემ თავისი გავლენა მოახდინა; ალბომის სინგლი “Lights And Music” (ჩამოტვირთე უფასოდ) iTune-ის უფასო სინგლების კვირეულში პირველ ადგილზე განთავსდა. პირადად მე ძალიან ვიხალისე მათი აღმოჩენით, რაღაცნაირად The Cure “Boys Don't Cry” მომაგონა.
ტრიო წარმოუდგენელი საუნდის მიუხედავად გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს პერფომანსებს. როდესაც ტიმ ჰოი სცენაზე გამოდის კუბრიკისეული “მექანიკური ფორთოხალის” გმირის, ალექსის ტანსაცმელში გამოწყობილი, დენი - გუჩის, მათ ფონზე მიჩელი უკვე აღარც კი ჩანს, მაგრამ სამივეზე მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება – “hot!”. მოულოდნელი არ იქნება თუ CUT COPY წარმატებას დიდხანს შეინარჩუნებს, თუმცა ჯერ ისინი მხოლოდ და მხოლოდ დამწყებები არიან.
ჯგუფმა უკვე მოასწრო Best New Music ტიტულის მოპოვება, ისინი როგორც ჩანს ახალი სცენის დამპყრობლების იმიჯს ამართლებენ.
ბიჭები ჩვეულებრივად, როგორც ხშირ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მეგობრები იყვნენ. თავიდან CUT COPY დენის სტუდიური სოლო პროექტი იყო, როდესაც ერთმანეთი სხვადასხვა ნაცნობ-მეგობრებმა გააცნეს. ტიმი სამხრეთ უელსში ცხოვრობდა და დენის შვებულების პერიოდში შეხვდა. გარკვეული დროის შემდეგ ცალ-ცალკე გაემგზავრენ მელბურნში, სადაც ტიმმა არტ-სკოლაში ჩააბარა. მაშინ დენი მუშაობდა სინგლზე Bright Like Neon Love, რომლის საუნდის ძიებაში მეგობრებს მიმართა და ასე შეიქმნა ის, რაც დღეს წარმოადგენს ტრიოს Cut Copy. კლასიკური მუსიკალური განათლება რა თქმა უნდა გამორიცხულია, სამივე ენთუზიასტი მოყვარულები არიან.დენის თქმით თავადაც სწორედ ეს მოსწონთ, რომ ასე ცოცხალი საუნდი უფრო დინამიურია.

რაც შეეხება ახალ ალბომს (In Ghost Colours), მასზე აშკარად მეტი ვოკალია დადებული, წინა Bright Like Neon Love–სგან განსხვავებით.

 როგორც ტრიო აღნიშნავს ალბომის ასეთი ფორმა გეგმაში არც ჰქონიათ, უბრალოდ პროცესში ასეთი გამოვიდა. შთაგონებას ყველაზე დიდი ადგილი უკავია მათ შემოქმედებაში, ყოველ სინგლსა და ალბომზე მუშაობისას. ამ უკანასკნელის შთაგონება ყველაზე მრავალფეროვანია; My Bloody Valentine, კრაუტ-როკ ბენდები, LCD Soundsystem. ალბომს უსაზღვროდ რეტრო-საცეკვაო და ახალი-ვინტაჯ საუნდი დაჰყვება.
ტრიომ SXSW და Coachella ფესტივალებზეც მოასწრო თავის გამოჩენა და ავსტრალიული მოყვარულებიც არ აკლდებათ. საშემოდგომო ტურნე ისევ ამერიკაში იგეგმება. როგორც ჩანს ჯგუფს ამერიკელი მსმენელი უფრო მოსწონს. შოუებიც მოსწონთ და ალბომებიც კარგად იყიდება. თუმცა ბენდის სამომავლო გეგმებში ევროპაც შედის, ბრიტანეთში უკვე იყვნენ. ბენდის იდეაც ეს იყო - მთელი სამყაროს მიქსი. რაც შეეხება ახალ ალბომს, მასზე მუშაობას ტურნეებისა და სოლო პროექტების დასრულებისთანავე შეუდგებიან.


Cut Copy ალბომის გარეკანის დიზაინის ავტორი დენია. მშობლიურ ავსტრალიაში დაბრუნებისას დიზაინერად მუშაობს, როგორც თავად აღნიშნავს, ტურნეების შემდეგ რაღაც კარდინალურად განსხვავებული პროფესიის ქონა სასიამოვნოც კი არის, გამუდმებით ფორმაში ყოფნა გიწევსო. მიჩელს და ტიმსაც აქვთ სხვა პროფესიები, მაგრამ დენის ნაირად ორ საქმეს ერთად თავს ვეღარ ართმევენ. “მთელი დრო ვიზუალურ მხარეზე მუშაობას მიაქვს. ზოგჯერ ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე თვითონ ალბომი”.
ესეც Cut Copy–ის ისტორია, დანარჩენი კი ჯგუფის სფეისზე ან ბლოგზე იხილეთ.
cut-copy.blogpost.com
www.myspace.com/cutcopy



1 comment(s) to... “Cut Copy”