კლეოპატრას ძებნაში
Posted 10:22 AM by KOMUNA in თემები ამბები, არქეოლოგია, თეონა გეგელია, მოგზაურობა, ხელოვნება
თუკი ეს ფაქტი დადასტურდა შესაძლოა მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩენის წინაშე დადგეს. ცნობილი არქეოლოგი ზაჰი ჰავასი ირწმუნება, რომ მალე კლეოპატრას სამარხს აღმოაჩენს. 60 წლის ზაჰი ჰავასი ეგვიპტის სახელმწიფო სიძველეების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. იგი 12 არქეოლოგთან და 70 დამხმარე პერსონალთან ერთად არქეოლოგიურ გათხრებს ოსირისის ტაძრის ე.წ. Taposiris Magna ტერიტორიაზე აწარმოებს. ტაძრის ქვეშ ჰავასმა უზარმაზარი გვირაბი აღმოაჩინა, სადაც პირდაპირი მინიშნებებია იმის თაობაზე, რომ ეგვიპტის ცნობილი დედოფალი მიწის ქვეშ, შესაძლოა სწორედ აქ არის დაკრძალული. გვირაბში უკვე ნაპოვნია კლეოპატრას ქანდაკებები და მონეტები მისი პორტრეტების გამოსახულებით. არსებობს ვარაუდი, რომ დედოფალთან ერთად დაკრძალულია მისი საყვარელიც მარკ ანტონიუსი. ჰავასს დიდი იმედი აქვს რომ ეგვიპტელი მხედართმთავრის სამარხსაც აღმოაჩენს, სხვათაშორის მისი ბიუსტიც უკვე ნაპოვნი აქვს. სპეციალისტების ნაწილი ჰავასის ამ მოლოდინს სკეპტიკურად აფასებს და ამბობს რომ სამეფო სამარხების პოვნის ალბათობა ძალიან მცირეა. მას შემდეგ რაც 1922 წელს ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა ტუტანჰამონის სამარხს მიაგნო, ასეთი მაშტაბის არქეოლოგიური აღმოჩენა არ განხორციელებულა.