მიშა და ლევანი

Posted 2:50 PM by KOMUNA in თემები , , , , , , ,

 

თქვენ ამ ქვეყანაში გამართული სამართლიანი კონკურსების გჯერათ? სამართლიანი არჩევნების? გჯერათ რომ სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია და წამყვანი ტელეკომპანიები პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლად მუშაობენ? სიმბოლური დამთხვევების თუ გჯერათ? იმის თუ გჯერათ, რომ პოლიტიკოსი შეიძლება მისიონერი იყოს, მისი სახელი კი საკრალურ შინაარს ატარებდეს? ასეთ პოლიტიკოსებზე დაწერილი სიმღერების თუ გჯერათ? იქნებ არაფრის არ გჯერათ, მაგრამ სიმღერა მაინც გიყვართ, მოგწონთ მუსიკა და მუსიკალური ტელე პროექტები?

image

ლევანი

ყოველ კვირას ტელეკომპანია `რუსთავი 2”-ის ეთერში მუსიკალური პროექტი `ვარსკვლავების აკადემია” გადის. გადაცემის არსებობის შესახებ ინფორმაცია მეც მქონდა, მაგრამ არასდროს მენახა, და რომ არა უბრალო დამთხვევა ალბათ მომავალშიც ვერ ვნახავდი.

გასულ კვირას ტელევიზორის პულტზე ხელი მექანიკურად დამეჭირა და `ვარსკვლავების აკადემიის~ თვითმხილველი გავხდი. იმ დღეს ორი კონკურსანტის ბედი წყდებოდა. ერთს მიშა ერქვა, მეორეს ლევანი.

image  

მიშა

ნახევარფინალში მოსახვედრად კონკურსანტებს მაყურებლების ხმათა უმრავლესობა სჭირდებოდათ. ვირტუალურ კენჭისყრაში ისინი sms-ებით მონაწილეობდნენ. პროექტის წამყვანები მხარდამჭერებს `არჩევნებში~ აქტიურ მონაწილეობას სთხოვდნენ. ამბობდნენ, რომ ლევანის და მიშას მხარდამჭერთა რიცხვი ლამის ორ თანაბარ ნაწილად იყოფოდა და აქტიურობა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ გარკვეულიყო ვინ გახდებოდა ფინალისტი.

კარგად მახსოვს, რომ მთელი გადაცემის მანძილზე დარბაზი ლევანის სახელს სკანდირებდა, სამაგიეროდ მიშას ჟიური აქებდა... მაგრამ ამ გადაცემაში ჟიური მხოლოდ ზეპირ შეფასებებს აკეთებდა, ყველაფერი ფარულ sms- კენჭისყრაზე იყო დამოკიდებული.

მუსიკალურ პროექტებში პოლიტიკური პასაჟების გჯერათ? მეც არ მჯეროდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მიშამ ლევანს მოუგო და თან რამდენი პროცენტით? 52-ით ...



1 comment(s) to... “მიშა და ლევანი”