ფრანგი ელექტრონავტი ევროვიზიაზე
Posted 6:49 PM by Louder in თემები Alternative, disco, electro, Indie, MixO, Music, world music, ამბები, ევროვიზია, ვიდეო, მიქსო, მუსიკაწლევანდელი ევროვიზია სერბეთში ჩატარდა. მიუხედავად იმისა რომ კონკურსი უმეტესად “უაზრო” მუსიკასთან ასოცირდება, შიგადაშიგ მუსიკალურად ნათელი წერტილები გვხვდება. წელს ასეთ ნათელ წერტილს წარმოადგენდა საფრანგეთის მიერ წარმოდგენილი კონკურსანტი Sébastien Tellier, რომელიც ელექტრონული მუსიკის მსმენელთათვის კარგად არის ცნობილი. ეს ფრანგი მომღერალი, პროდიუსერი და ინსტრუმენტალისტია რომელიც დღეს ლეიბლ Record Makers-ზე მოღვაწეობს. 2008 წელს გამოვიდა მისი მესამე ალბომი Sexuality, რომელიც თანამედროვე სინტიპოპის, ფრანგული მელანქოლიის და “ძველი” და მონატრებული ელექტრონული ჟღერადობის ნაზავია. სამწუხაროდ სებასტიანმა მეხრამეტე ადგილი დაიკავა და “მსოფლიო ვარსკვლავ” დიმა ბილანს ვერ აჯობა, თუმცა მისი თრექი Divine (რომლითაც წარსდგა ევროვიზიაზე, შესულია მის უკანასკნელ ალბომში, იხილე ევროვიყიაყე გამოსვლა აქ) ალბათ წლევანდელ ევროვიზიაზე ყველაზე ორიგინალური და ხარისხიანი იყო. გირჩევ გაეცნო ამ მუსიკოსის შემოქმედებას. ეს მუსიკა თბილისელ ფსევდორომანტიკოს გოგოებსაც კი მოეწონებათ. იხილე შემდეგი ლინკები:
www.myspace.com/sebastientellier; www.sebastientellier.com; www.recordmakers.com.