ცენზურა თუ რეგულირების წესი?

Posted 2:28 PM by KOMUNA in თემები , , , ,

 

ბრიტანულმა იურიდიულმა ფირმამ DLA Piper ინტერნეტის მომხმარებლებსა და ბლოგერებში გამოკითხვა ჩაატარა და ასეთ დასკვნამდე მივიდა: `მომხმარებლების მიერ ქსელში განთავსებული ინფორმაცია კანონს არ ექვემდებარება”.

როგორც გაირკვა, მომხმარებელთა 2/3 არ კითხულობს იმ საიტებით სარგებლობის პირობებს რომლებსაც ხშირად სტუმრობს და მხოლოდ 14 %-ია ისეთი, რომელსაც ამ პირობების დარღვევის გამო გამოქვეყნებული ინფორმაცია ვებ-გვერდებიდან მოუხსნეს; ინტერნეტის მომხმარებელთა 3/4 არასდროს დაფიქრებულა კანონზე ცილისწამების შესახებ, როდესაც ბლოგებსა და საინფორმაციო საიტებზე კომენტარებს აქვეყნებდა, არადა ადგილობრივი კანონებით ამაზე პასუხს სწორედ ამ კომენტარის ავტორი და არა საიტის მეპატორნე აგებს; კვლევამ აჩვენა რომ ამ მხრივ სახიფათო არა მხოლოდ კომენტარებია, არამედ გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო მასალებიც.

DLA Piper მხარს უჭერს იდეას ბლოგერებისა და ინტერნეტ კომენტატორებისთვის ნებაყოფლობითი კოდექსი შეიქმნას, რომელზეც ყველა შეთანხმდება. ის ცილისწამების, ინტელექტუალურ საკუთრებასა და წაქეზებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს. ამ ე.წ. `ბლოგერების კოდექსის~ შექმნის იდეას მხარს უჭერს ინტერნეტის მომხმარებელთა 46%, 15% _ კოდექსის საჭიროებაზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, 4% _ წინააღმდეგია. თავად ბლოგერებში კი ამ იდეის მომხრე – 32%-ია, წინააღმდეგი – 34%.



0 comment(s) to... “ცენზურა თუ რეგულირების წესი?”