ავტორი – shagrath
Black Metal -ი არის მეტალის (Heavy Metal) სუბკულტურა (ტერმინი რომელიც გამოიყენება ამათუიმ განსაზღვრული კულტურის გამოსახატად), რომელიც ტავდაპირველად ნორვეგიასა და შვედეთში გამოჩნდა 1980 წელს და შემდეგ სწრაფად გავრცელდა ჩრდილოეთ და შუაგულ ევროპაში. ეს შეუზღუდავი მნიშვნელობის ცნება გამოიყენეს ჯგუფებმა, რომელთა სცენაზე გამოჩენამ გაკვირვება გამოიწვია თავიანთი იმიჯის გამო, ხოლო ტექსტები კი გაჟრენთილი იყო სატანისტური ელემენტებით. რაღათქმაუნდა ამას სხვა კუთხიდანაც შეიძლება შევხედოთ, როგორც მხოლოდ მუსიკა Black Metal –თუ რას წარმოადგენდა ის.. ვოკალი იყო ეგრედწოდებული ყვირილი, რომელიც ზოგჯერ ღრმა ხავილში იზრდებოდა, გიტარების ჟღერადობა კი დამძიმდა რასაც დრამების ორმაგი ბასი ემატებოდა. ასე შეიძლება მარტივად პირველად ნახსენები ტერმინის მუსიკალურად ახსნა.
http://shagrath.wordpress.com/