youtube-ast-38-1984-25idc6d070299c2422c0_000353320

 

Bookmark and Share

 

სერგო ფარაჯანოვი – “ამბავი სურამის ციხისა”; Sergei Parajanov – “Legend of Suram Fortress”

 

youtube-ast-38-1984-25idc6d070299c2422c0_000353320

 12

 13

 14

 15

 17

 25370_legend-of-suram-fortress-3

  youtube-ast-18-1984-25idb5d6d9eadd869260_000334520

 youtube-ast-18-1984-25idb5d6d9eadd869260_000384320

 youtube-ast-18-1984-25idb5d6d9eadd869260_000488160

 youtube-ast-18-1984-25idb5d6d9eadd869260_000628120

 youtube-ast-28-1984-25ide8960d568837f701_000428720

 

დანარჩენი ფოტოები იხილეთ აქ>>>burusi.wordpress.com

Slide58

ავტორი: AGASFER

სამხრეთელები უფრო სწრაფად მწიფდებიან სქესობრივად, ჩრდილოელები - უფრო გვიან.
სქესი არის ორგანიზმის მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების ერთობლიობა, რომელიც ემსახურება გამრავლებას.
XY ქრომოსომა-მამრობითი გენოტიპი 
XX ქრომოსომა- მდედრობითი გენოტიპი
300 მილიონი წლის წინ დედამიწაზე სქესი არ იყო...
ყველა ცხოველი მრავლდებოდა პართენოგენეზის (ქალწულებრივი გამრავლება) გზით;
შთამომავლობა კი მშობლის სრული ასლი იყო.

პართენოგენეზი

დღესდღეობით არსებობს შემდეგი სახეები:

1. არენოტოკია

გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება მხოლოდ მამრობითის სქესის შთამომავლობა (ფუტკრები, ტკიპები, ზოგიერთი სახეობის ინდაური)

2. ტელიტოკია

გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება მხოლოდ მდედრობითი სქესის შთამომავლობა (ზოგიერთი პეპლები, კიბოსნაირები, ხვლიკები)
3. დეიტეროტოკია

გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება ორივე სქესის შთამომავლობა

მწერები (პეპლები) კიბოსნაირები (დაფნია)

სქესის ტრანსფორმაცია

სქესი და ტემპერატურა

მოლუსკი მიდია, რომელიც ბევრ ცვენგანს ასე ძალიან გვიყვარს,  წყლის ტემპერატურის შესაბამისად, პერიოდულად იცვლის სქესს.
20-22 გრადუსზე მამრი მიდიები წელიწადში ერთხელ მდედრებად “გადაიქცევიან”,  14-16 გრადუსზე კი 3-4 წელიწადში ერთხელ

არსებობს კიდევ ერთი მოლუსკი, სახელი არ ვიცი, სამწუხაროდ..

გამრავლების მეტად საინტერესო ფორმა აქვს..

მოვიდა გამრავლების დრო...

მდედრები და მამრები წყლის ზედაპირზე ტივტივებენ. მამრს მოსძვრება სასქესო ორგანო ( :( )... მამრი წავა თავის გზაზე. სასქესო ორგანო კი მიტოვებული და მიგდებული ტივტივებს..

გამოჩნდება მდედრი და ეცემა მოტივტივე ფალოსს. მიიერთებს და განაყოფიერდება. მალევე ახალ თაობას მოგვცემს და რა ხდება?

მამრი, რომელიც დასაჭურისდა, ხდება მდედრი, მდედრი კი, რომელიც ხამივით ეცა მოტივტივე ფალოსს, მიიხორცებს მას და ხდება მამრი. სქესთა მიმოცვლა...

32 დან 33 Сº -მდე ტემპერატურის პირობებში იჩეკებიან მამრობითი სქესის ნიანგები, 31-ზე უფრო დაბალი ან მაღალი ტემპერეატურის პირობებში - მდედრი.
ბუდეში (ფსკერზე და ზედაპირზე) სხვადასხვა  ტემპერატური გამო ნაშიერების ნაწილი მამრია, ნაწილი -მდედრი.

სქესი  და დედის ჰორმონული ფონი

ავიღოთ საქათმე..

ცხოვრობს 10 ვნებიანი დედალი და ერთი დონ-ჟუანი მამალი.

უბედური შემთხვევის შედეგად მამალი ჩემს კუჭში აღმოჩნდა..

რა ხდება?

დაქვრივდა 10 ქალი. კაცი უნდათ, ბუნებრივია...

ათივე დედალში იწყება მამრობითი სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის მატება და თუ რომელიმე მამლად არ გადაიქცევა, მაშინ...

ყველა კვერცხიდან, უმამროდ განაყოფიერებულიდან, მამრები გამოიჩეკებიან.

ბალანსი აღდგება.

ანალოგიური ახასიათებსთ სხვა ფრინველებსაც, მაგალითად ბეღურებს.

ჰერმაფროდიტული ფორმები

მცენარეების უმრავლესობა, ბევრი უმარტივესი (ჭია, კიბოსნაირი, მწერი, მოლუსკი და სხვა.)
იშვიათად უმაღლესი ხერხემლიანები

იხილე გაგრძელება>>>www.zur.ge

orange-juice

 

მსუყე სადილის მირთმევის შემდეგ ცხიმების განეიტრალებაში ფორთოხლის წვენი დაგეხმარებათ, რომელიც ანტიმჟანგავების მაღალი შემცველობის წყალობით ამცირებს ცხიმიან საკვებში შემავალი მავნე ნივთიერებების მოქმედებას და დაზიანებისგან იცავს სისხლძარღვებს – აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები. გარდა ამისა, ფორთოხლის წვენში შემავალ რადიკალებს ძალუძთ უჯრედისა და მოლეკულების დონეზე შეაჩერონ ორგანიზმში დაწყებული ანთებითი პროცესები.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

წყარო>>>vinoge.com

3

ავტორი:  Maya Jims

ამბობენ, რომ წლის ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ფილმის – "Iron Man 2"–ის ჩვენება თბილისის კინოთეატრებში, მსოფლიო პრემიერამდე ორი კვირით ადრე დაიწყება...
ამგვარად ფორმულირებული წინადადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მსოფლიო პრემიერა ორშაბათს, 26 აპრილს ჰოლივუდში შედგა.
სინამდვილეში ის ხდება, რომ ჩვენს კინოთეატრებში, ისევე, როგორც სხვა 21 ქვეყნის კინოთეატრებში, "Iron Man 2" ორი კვირით ადრე გაეშვება, ვიდრე აშშ–ში, რადგან ამერიკის დიდი ეკრანები 7 მაისამდე დაკავებულია. 
მსოფლიო პრემიერას რაც შეეხება, მისი ჩატარება ლონდონში იგეგმებოდა, მაგრამ ისლანდიური ვულკანის ამოხეთქვის გამო, პრემიერის ადგილი შეიცვალა და როგორც უკვე გითხარით, 26 აპრილს, ჰოლივუდში გაიმართა.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან:


Gwyneth Paltrow

ისევ Gwyneth Paltrow

Robert Downey Jr. და Gwyneth Paltrow

Robert Downey Jr.

Robert Downey Jr. და მისი მეუღლე, Susan Downey

Scarlett Johansson

Scarlett Johansson (ახლო ხედით)

Scarlett Johansson და Jon Favreau

Samuel L. Jackson

Samuel L. Jackson და Jon Favreau

დანარჩენი ფოტოები იხილეთ აქ>>>mayajims.blogspot.com

Artek

ავტორი:ალექსი ჩიღვინაძე

 

და ჩავწერე სიტყუაი იგი  "ა რ ტ ე კ ი" საძიებო სისტემა "გუგლის" ტექსტურ ველსა შინა და იმ წამსვე თვალწინ გადამეშალა ქართულ ფორუმებზე გაბნეული მამათა თაობის ტკბილი მოგონებები, საერთაშორისო ბავშთა ბანაკზე, სადაც ამ უკანასკნელს "პატრიოტთა ბანაკებთან" კავშირშიც განიხილავდნენ. ასევე შემხვდა ძალიან სასაცილო ფრაგმენტი ტურაშვილის წიგნიდან "იყო და არა იყო რა":

"არტეკი" საერთაშორისო პიონერული ბანაკი იყო და მართლაც მშვენიერი დასასვენებელი ადგილი გახლდათ, სადაც პიონერ-ხელმძღვანელებად მთელი საბჭოთა კავშირიდან (ძირითადად რუსეთიდან) უჯანმრთელეს გოგონებს არჩევდნენ. პიონერხელმძღვანელების უმრავლესობა ოცი-ოცდაორი წლის ქალები იყვნენ და შებინდებისთანავე მთელი "არტეკის" ტერიტორიაზე საშინელება ტრიალებდა, თუმცა, გასაგები მიზეზის გამო (მხოლოდ თორმეტი წლისა გახლდით) ამ საყოველთაო სიამოვნებაში მონაწილეობას ვერ ვღებულობდი და როგორც ჩანს, ნელ-ნელა გაბოროტება დავიწყე. ჩემს გაბოროტებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ იმ რაზმის ხელმძღვანელმა, სადაც მოვხვდი, რატომღაც ქართულ ენაზე საუბარი აგვიკრძალა მე და ლევან ტრაპაიძეს და ამან ჩვენში საშინელი პროტესტი გამოიწვია. სერგეი ეიზენშტეინის ჯავშნოსან "პოტიომკინზე" არაფერი იმის მსგავსი არ მომხდარა, რაც ჩვენ "არტეკში" მოვიმოქმედეთ და ქართული ენის დასაცავად, ჩვენს მხარეზე, ყველა არარუსი ბავშვი გადმოვიბირეთ. როგორც ჩანს, არამზადობისაკენ მიდრეკილება იმთავითვე მქონდა და როგორც ამბოხების მეთაური, გაკავებულ მდგომარეობაში მიმგვარეს მთელი "არტეკის" დირექტორს.
"არტეკი" მაშინ თხუთმეტ უზარმაზარ ბანაკს აერთიანებდა, უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავდა სამხრეთ ყირიმში და მთელი "არტეკის" დირექტორი კი, რანგითა და მდგომარეობით, საკავშირო პოლიტბიუროს წევრებს დიდად არ ჩამოუვარდებოდა. ამიტომაც ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ჩემი შეშინებული სახე, როცა დირექტორმა მაგიდას მუშტი დაარტყა და ჩემს მშობლებს სამსახურიდან მოხსნით დაემუქრა. ჩემი "არტეკიდან" გარიცხვის ბრძანება იქვე, ჩემს თვალწინ დაწერა და ერთადერთი, რაზეც გული დამწყდა, ჩემი ასაკი, უფრო სწორედ ზემოხსენებული უასაკობა იყო.
ამ ამბავს ასე დეტალურად და დაწვრილებით იმიტომ ვიხსენებ, რომ "არტეკის" ინციდენტიდან ათიოდე წლის შემდეგ, როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობა ასეთ მასიურ მოვლენად იქცა, მაშინაც მრავლად იყვნენ ადამიანები და ახლაც არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც სჯეროდა და სჯერა, უკვირდა და უკვირს, რატომ ითვლებოდნენ რუსები ჩვენს დამპყრობლებად, როცა მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ "რუს ქალებს ყოველთვის ჩვენ ვტყნავდით"

ნაწყვეტის განხილვას შეგნებულად ავარიდებ თავს და მკითხველს დასკვნების გაკეთების იმ სიამოვნებას არ წავართმევ, რასაც ამ ტექსტთან მიმართებაში "ფსიქოანალიზის" (რომელსაც, რა დასამალია და, თავად ავტორიც მიმართავს) გამოყენების შემთხვევაში მიიღებს. (ლოლ)

აქვე მოვიყვან ფრანგი ფოტოგრაფის, კლოდინ დორის ფოტოსერიას, რომელიც მან სწორედ თანამედროვე "არტეკის" ტერიტორიაზე გადაიღო.

დანარჩენი ფოტოები იხილე აქ>>>demo.ge

Untitled-2

ავტორი: ნინო ძანძავა

 

აპრილის მიწურულს კლუბმა „ქალაქური“ რეკლამის ფესტივალს „ოქროს ვაშლი“ უმასპინძლა. 120-ზე მეტი სარეკლამო პროდუქტი 12 ნომინაციაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. მათი შეფასების შესაძლებლობა ჟიურის გარდა ინტერნეტის მომხმარებლებსაც ჰქონდათ.

ყველა ნამუშევარი ჯიემსი ჯგუფის ვებ-გვერდზე იყო განთავსებული, სადაც სამი დღის განმავლობაში ფესტივალის ონლაინ მონაწილეები ფავორიტებს ქულებს უწერდნენ. ჟიური ცხრა სხვადასხვა პროფესიის ადამიანისგან იყო დაკომპლექტებული. ფსიქოლოგი, დიზაინერი, მარკეტოლოგი, კომპოზიტორი, სოციოლოგი, კინომცოდნე, რეჟისორი, ჟურნალისტი და პიარის სპეციელისტი ნამუშევრების ავკარგიანობას ხედვის განსხვავებული კუთხით საზღვრავდნენ.

„ოქროს ვაშლის“ ორგანიზატორი კრეატიული სტრატეგიების კომპანია „იდეა იმპერა“ (Idea Impera), მხარდამჭერი კი თბილისის მერიაა. წლევანდელ კონკურსში 25-მდე სარეკლამო კომპანიის 2009 წლის პროდუქცია იყო  წარდგენილი.  კონკურსი ღია იყო არა მხოლოდ სატელევიზიო, არამედ სხვა კატეგორიებისთვისაც, როგორიცაა პოლიგრაფიული რეკლამა და აუთდორი.  თუმცა, წელს ყველა ნომინაცია მხოლოდ სატელევიზიო სარეკლამო რგოლებს ითვალისწინებდა. ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც პოლიგრაფიული ნაწარმისთვის არც ერთი ნომინაცია არ გამოცხადებულა. ამის მიზეზი საკონკურსოდ წარდგენილი განაცხადების რაოდენობრივი სიმცირე გახდა. უფრო მეტიც, ნომინაციები არც ინტერნეტ-რეკლამებს ხვდათ წილად. მაგრამ ფესტივალის ორგანიზატორი, ბესიკ წულაძე თვლის, რომ საქართველოში უკვე საკმარისად დიდი ბაზარია იმისათვის, რომ მომდევნო წელს კონკურსში ინტერნეტ-რეკლამებიც ჩართონ.

ფესტივალი პროდუქციის წინასწარ სელექციას არ აკეთებს და ყველა განმცხადებელი კონკურსის მონაწილე ავტომატურად ხდება. კონკურსის შესახებ ცნობები სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვრცელდება. ორგანიზატორები თავად უკავშირდებიან საქართველოში არსებულ ყველა სარეკლამო კომანიას და საფესტივალო პროგრამაში ჩართვას სთავაზობენ. „სარეკლამო კომპანიების რაოდენობა დაახლოებით იგივეა. ორი კრიზისული წელი გავიარეთ. კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა ძალიან არ გაზრდილა, მაგრამ  შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი იყო“ - ამბობს ბესიკ წულაძე.

„ოქროს ვაშლის“ 2010 წლის გამარჯვებულები:>>>იხილეთ აქ>>>netgazeti.ge

middle_finger

ავტორი: ვერ დავადგინეთ (თუ ვინმემ იცის მოგვწერეთ)

 

Bookmark and Share

 

აბაროტის აღება - ნაცვლის მიგებად მცდელობა
აბიჟნიკი - წყენის მთესველი
ბირჟა - ესე ოდეს ყმანი საფიხვნოდ შეიყრებიან, უშვერებენ და ამპარტავნებენ
გამოყლევება - დია მძიმე სიბრიყვე
გამოყლევებული - გამოყლევება ქმნილი
გატრაკება - უმიზეზოდ შფოთისა მოწადინება
გააბლატავა - თვისზედ უმცროსსა მედიდურებისათვის მწედ ეყო
გალუბოი - სხუათა ენაა, ცისფერთან ნახე
გოიმი - კაცი მცირის დაბითგან ქალაქსა ჩასული, გარნა მუნ მკვიდრობისა ვერ-შემშუენებელი
გრეხი - კაცის მიმართ შენაცოდი რაიმე;
განჰყოფენ საქციელთა, რაიც გრეხია და რაიც არ არის; ესრეთს გრეხსა გაგებაში ჩაჭრად უწოდენ, უკეთუ მძიმეა შეცოდება და ტეხავსო იტყვიან, ოდეს მცირედი შესცოდა
გულავი - თვისისა სურვილისამებრ დროის გატარება,
გარნა გულავი დედათა არს მიმო ტყნაური
დააგოიმა - შეტყუილის დაჯერება აქმნია
დაბაზრება - ტკბილმოუბარობით პირის მოშინჯვა, რომელ არს:
ბაზრის შეყვანა, როს დამბაზრებელი სათქმელის თქმულობას შეპარვით განაძლიერებს;
ბაზრის შეგდება, თუ რომ იგივესა დაკვრით იქმს
დატყვნა - ნაჩუმათარზედ წასწრებასა ჰქვიან საქციელზედ დატყვნა; რა კაცმა სიავე ჩაიდინოს, მიმალვა სცადოს და მდევრისაგან გაუცუდდეს, ესე არს ცხელ ფაქტზედ დატყვნა
ვაჟნი - ცუდმედიდი
ვაფშე - ყოვლით კერძო
ზაიობი - ჯიუტი ახირება
ლ - ესე ბგერა, ზედა კბილთ თანა ენის წუერვალის მიტანისა შემდგომ საშუალ ენით წარმოთქმული, არს ნიშანი მდაბიორობისა
მეპირე - მინეტის მქნელი მდაბიორი
ნაბოზვარი -ფლიდს, მზაკვარს კაცზედ იტყვიან
ნაროდი - ხალხი მდაბიორი, ვიეთნი სბროდად უხმობენ
ნასედკა - ავთა მსტოვარი
ნაშა - დიაცი წვრილფეხა, გარნა პირკეთილი და ტანკენარი
პიარი - ხალხთ დარწმუნების მეცადინობა
პაბეგშია - მალვით სუფევს
უტრაკო - აღმსთობად უძლური; ხოლო უტრაკო მეტრაკედ უწოდენ, უკეთუ თვისისა საქმისა ვერ-მომრიგებელს სხვათა საქმეთა მორიგება მოპრიანებია
შელაგება - შეყოფასავით, გარნა არა ერთის ოდენ საზრუნავითა, არამედ მრავლის; შეყოფასთან ნახე
შენძრეული - დია გამოცდილი
ჭუჭუ - კუტუს არა აღმატებული
ხავერა - სავანე ბაითზედ უმცირესი და უპატიურად შენახული
ხატა – ესე არა ხავერა არს, არამედ მასზედ ფართე და უკეთესი ნაპატრონე

წყარო

მოიწონე ჩვენი გვერდი facebook_ზე

e183a5e18394e18391e18390e183b2-e18393e18390-e18393e18398e18393e18394e18391e18390e183b2-e183a5e18390e183a0e18397e183a3e1839ae18398

by ბურუსი

იოანე ზოსიმეს წერილი გაშიფრულია!

იოანე ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”-ს შიფრის გასაღები ნაპოვნია. ამ სენსაციური აღმოჩენის ავტორი დოქტორი, პროფესორი, კომპიუტერული საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ალიკო ცინცაძეა, რომელიც ბოლო პერიოდში ამ ხელნაწერზე ინტენსიურად მუშაობდა.
იოანე-ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”, მეათე საუკუნის ხელნაწერია. “ქართული ენა, უფლის ენაა, მეორედ მოსვლის შემდეგ ღმერთი ქართულად განიკითხავს.” ასე განმარტეს იგი ქართველმა ენათმეცნიერებმა _ მისმა მპოვნელმა ალექსანდრე ცაგარელმა, კორნელი კეკელიძემ და პავლე ინგოროყვამ. ტექსტზე მათ გარდა მუშაობდნენ გრიგოლ რობაქიძე, აკაკი ბაქრაძე, რამაზ პატარიძე და სხვა ენათმეცნიერები. შინაარსიდან გამომდინარე, ხელნაწერი რწმენისა და ქართული ენის საგალობლად ჩაითვალა და რელიგიური მნიშვნელობაც შეიძინა. ამიტომაც, მისდამი არა მხოლოდ მეცნიერთა, არამედ ფართო საზოგადოების ყურადღება დღემდე არ ცხრება.
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ხელნაწერისადმი მიძღვნილმა მეცნიერულ გამოკვლევათა რაოდენობამ რამოდენიმე ათეულს გადააჭარბა. ტექსტის კვლევისთვის გამოყენებული იქნა კომპიუტერული ტექნოლოგიაც, მაგრამ ასო-ნიშანთა ე.წ. სიხშირულმა ანალიზმა შედეგი არ მოიტანა. ვერ იქნა გახსნილი წერილის ვერც ერთი რიცხვული სიმბოლიკა, მაგ. “და სასწაულად ესე აქუს (ქართულს): ოთხმეოც და ათოთხმეტ წელ*ი სხვათა ენათა”; ან “მოწამედ წარმოგითხარ: ასი ესე წილი (წერილი) ანბანისაი”. ამდენადაც ისინი “ლაფსუსკალამად” მიიჩნიეს და შეეცადნენ მათ კორექტირებას. ასე, დაამახინჯეს ტექსტი (მაგალითად, 94 შეცვალეს 104-ით, “მისისა” “მესიი”-თ, გაშიფრეს ხელნაწერის ქარაგმები და ა.შ.). ამ დროს მეცნიერთა ყველა თაობა თახმდებოდა იმაზე, რომ ეს დაშიფრული გზავნილია. დაშიფრულ ტექსტში ქარაგმის გახსნაც არასწორი გამოდგა. მისწრაფებამ ყოველ მიზეზს გარეშე გაეშიფრათ უმთავრესი გზავნილი 94, ანუ წერილის კულმინაცია, ბევრ ცდომილებას დაუდო სათავე.
ჩატარებული კვლევებით მიღებულ არგუმენტირებულ შედეგებთან ერთად, საბოლოოდ დაასკვნეს, რომ:
იოანე-ზოსიმე ცუდი მოქართულეა, ტექსტში ხშირია მართლმადიდებლური დოგმატიდან გადახვევა, ბუნდოვანება მისი წერის სტილია და ა.შ.
“პირWელი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბატონ ალიკო ცინცაძესთან:

- ბატონო ალიკო, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის გახსნას რა ღირებულებაც გააჩნია ქართული საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მე რამდენადაც ვიცი, ამ შიფრის გახსნაზე დღესაც უამრავი მეცნიერი მუშაობს, მართლა გაიხსნა შიფრი….

- დიახ, მინდა დაგიდასტუროთ, რომ შიფრის მექანიზმი სრულადაა გახსნილი და ეს მთელ საქართველოს და პირველ რიგში საპატრიარქოს მინდა მივულოცო.

- ეს სენსაციაა….

- ჯერ ბოლომდე არ მაქვს გაცნობიერებული, იმდენად დაბნეული და გახარებული ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ შიფრი ნამდვილად გაიხსნა. მე ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობდი ბოლო პერიოდის განმავლობაში და საუბარი უნდა დავიწყო პირველ რიგში მადლობით ჩვენი მეცნიერებისადმი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მეცნიერსა და მკვლევარს, რომელთა შედეგებიც გათვალისწინებული იქნა ჩვენი კვლევისას. განსაკუთრებით, სამადლობელი მინდა ვთქვა დამოუკიდებელი მკვლევარის, ბატონ რაულ მამალაძის მიმართ, რომლის წინადადებითაც ხელი მოვკიდე ამ ხელნაწერზე მუშაობას და იმ ეტაპზე მასთან ერთად სწორ კვალზე დავდექი.

- შედეგი…. ანუ რა იწინასწარმეტყველა იოანე ზოსიმემ? მეცნიერთა გარკვეული წრე თანხმდებოდა იმაზე, რომ წერილი დაშიფრულია, ისინიც და თქვენ მაინც საიდან მიხვედით აქამდე?

- იოანე-ზოსიმე თვითონვე წერს ამაზე, როცა სიტყვა “მარაგს” ახსენებს. ეს კი სულხან-საბას მიხედვით ამოსაშიფრი სიტყვაა. მეორეც, იგი შიფრის რიცხვული მექანიზმის დასაცავად თვალშისაცემ შეცდომებზე მიდის. მაგალითად, ერთგან “დამარხულ”-ის ნაცვლად “დამარხუ”-ს წერს, მეორეგან “დღემმმდე”-ში სამ “მ”-ს, შეგნებულად უხვევს მართლმადიდებლური დოგმატიდან და ა.შ. მეტი რა უნდა ექნა, რომ ჩვენ შიფრი შეგვემჩნია?! საერთოდაც, წერილს იმიტომაც შიფრავენ, რომ გარეშე თვალიდან ანუ არაკეთილმოსურნიდან დაფარონ. მან ასეც გააკეთა, მაგრამ უნდოდა, რომ ჩვენ შეგვემჩნია გზავნილი. ავდექით და ცუდი მოქართულეობა დავაბრალეთ… ამ დროს ქართველ გენიოსთან გვაქვს საქმე. აბა, ერთი ნახეთ სხვა ხელნაწერებში თუ უშვებს შეცდომებს… არა! როგორც კვლევით აღმოჩნდა ეს შიფრია და მერე როგორი, ხელის ხლებაც, რომ არ შეიძლებოდა ისეთი.

-კერძოდ, რა არ უნდა გაკეთებულიყო და რა გაკეთდა ხელნაწერთან მიმართებაში?

- მაგალითად არასწორია მუხლებად ახლებური დაყოფა, დაშორებული სტრიქონები შიფრით ზოგჯერ ერთმანეთს ებმიან და ახალ წინადადებას გვაძლევენ, ახლებურად დამუხვლვა არღვევს ამას. მეორეც…

იხილე გაგრძელება>>>burusi.wordpress.com

get_img

ავტორი: ცირა გვასალია

თუ წამალაშვილისა და არველაძის საუბარში ნახსენები „მიშა“ მართლა საქართველოს პრეზიდენტია, გამოდის, რომ მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის მეორე  თავი, რომელიც ამბობს, რომ „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.“

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით ახალი მემარჯვენეები  პროკურატურასა და პარლამენტში სარჩელის შეტანას აპირებენ.

იმპიჩმენტის პროცედურას პარლამენტის ერთი მესამედი უნდა უჭერდეს მხარს და უნდა დამტკიცდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაული ჩაიდინა.

მიშა წამალაშვილისა და არველაძის ჩაწერილ საუბარში ორჯერაა სახსენები.

წამალაშვილი: „მხოლოდ გუშინ მითხრეს, რომ თუ ამას ყველას ვაჩვენებთ, ხალხმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს მართლა ხდება.“

არველაძე: „დიახ. ასე უნდა იყოს. შენ იცი, რომ ამის შემდეგ  მიშა გუშინ“...

აქ საუბარი წყდება. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ საუბრებს შორის მცირე შეუსაბამობები იყო, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ზოგი ნაწილი ამოჭრილია.

დიალოგის ქვემოთ, არველაძე მეორედ ახსენებს მიშას და ამბობს, რომ იმედის გენერალურმა დირექტორმა  მიშას შესთავაზა, რომ დაადებდა ტიტრებს, თუმცა  მიშამასეთი პასუხი გასცა:

„ოჰ, არა! თუ ასე გავაკეთებთ, მთელი ეფექტი დაიკარგება.“

იურისტი სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ცალკე უნდა იქნეს გამოძიებული, საუბრის დროს ნახსენები „მიშა“ საქართველოს პრეზიდენტია თუ არა.

„როცა საჭიროა ლოგიკური ჯაჭვის აღდგენა, მაშინ საჭიროა, რომ თითოეული ელემენტი უნდა დამტკიცდეს”, -ამბობს ბარამიძე.

ეკა წამალაშვილი და გიორგი არველაძე თავიდან უარყოფდნენ, რომ ხმა მათი იყო. შემდგე აღიარეს და ახლა ამბობენ, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია.

მათ ამ განცხადებას დონალდ რეიფილდი „სასაცილოს“ უწოდებს, რადგან, მისი თქმით, „ნებისმიერი არაპროფესიონალისთვისაც კი გასაგებია, რომ ჩანაწერი ნამდვილია და არავითარ მონტაჟს ან სხვა სახის სიმულაციებს ადგილი არა აქვს.“

ექსპერტები –იზაბელ პიკორნელი  და  დონალდ რეიფილდი დავით გამყრელიძემ დაიქირავა (რომელიც დაახლოებით 5 ათასი ფუნტი დაჯდა). ორივე ექსპერტი თანხმდება, რომ „იმედის“ გენერალურ დირექტორსა და ახალი ამბების პროდუსერ ეკა წამალაშვილს შორის ჩაწერილი საუბარი ნამდვილია.

იმისათვის, რომ დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი,

იხილე გაგრძელება>>>netgazeti.ge

absinthe_fountain

 

ავტორი: მალხაზ ხარბედია


აბსენტი კულტურული ქვეტექსტებით ღვინოსაც კი არ ჩამოუვარდება. მასთან იმდენი ლიტერატურლი თუ ლამის მითოლოგიური კომპლექსია დაკავშირებული, რომ აუცილებლად ცალკე საუბარს იმსახურებს. ამიტომ, ახლა, სჯობს აბსენტის ტექნოლოგიაზე და მისი დალევის რიტუალებზე შევჩერდეთ.

აბსენტში რამდენიმე ძირითადი შემადგენელი მცენარეა, “აბზინდა” (Artemisia absinthium), “მცირე აბზინდა”, ანუ ტარხუნისებრი აბზინდა (Artemisia pontica, იგივეRoman wormwood), “ბარამბო” (melissa) და “უსუპი” (hyssopus). გარდა ამისა, აბსენტს ემატება “ანისული” (ესპანური), რომელიც ხვედრითი წილის მიხედვით, უმთავრესი ინგრედიენტია, რადგან მას ყველაზე დიდი რაოდენობით იყენებენ სასმელში (თუმცა მის ხასიათს, რა თქმა უნდა აბზინდა აყალიბებს). ასევე გამოიყენება გამომშრალი და კარგად დაფქვილი “დიდი კამა” (Foeniculum vulgare), ესპანური ლერწამი (Calamus rotang) და “ბაღის პიტნა” (Mentha piperita). “ბაღის პიტნა” და “ესპანური ლერწამი” მხოლოდ ზოგიერთ რეცეპტში გამოიყენება და არა ყოველთვის, როგორც “ანისული”, “აბზინდა”, “დიდი კამა”, “ბარამბო” და სხვ.

არსებობს აბსენტის რამდენიმენაირი ტექნოლოგია, თუმცა ყველაზე კლასიკური, პონტარლიურია (დაბა აღმოსავლეთ საფრანგეთში, დუს დეპარტამენტში, სადაც “აბზინდის” უზარმაზარი პლანტაციებია გაშენებული. ამას გარდა, იმ მხარეში “აბზინდა” ველურადაც იზრდება), სადაც უმაღლესი ხარისხის მცენარეებს ფრთხილად კრეფენ, აშრობენ, სარეველებისგან “აბზინდის” დასაცავად კი მთელ პლანტაციას პარკი აქვს გადაკრული, საიდანაც მცენარეებს თავები აქვთ ამოყოფილი. გამომშრალ მცენარეს, რომელსაც მონაცრისფრო უნდა დაკრავდეს, ფრთხილად აცლიან ღეროებს და ისე იყენებენ, “მცირე აბზინდას” კი მომწვანო-ხაკისფერი უნდა დაკრავდეს და არა თამბაქოსფერი (“მცირე აბზინდას” ხანდახან მაცერაციისასაც, სპირტის გაჯერებისასაც ამატებენ, მაგრამ მისი ძირითადი დანიშნულება მაინც დაფერვაა, სასმელისთვის განუმეორებელი ზურმუხტისფერის მინიჭება).

“ანისული”, “დიდი კამა”  და “ესპანური ლერწამი” აუცილებლად კარგად იფქვება, იმიტომ, რომ ღეროებმა შემდეგ შესაძლოა სახდელი აპარატი დააზიანონ და ბევრი პრობლემება შეუქმნან მწარმოებლებს.

სახდელად გამოიყენება ორმაგი ალამბიკი, დიდი ალამბიკი 1 ტონამდეა, მცირე კი 200 ლიტრს იტევს. ორივე ხით არის შემოჭედილი და ტრადიციული თავსახური (chapiteau) აქვს, საიდანაც სპილენძის მილი გამოდის, ხოლო მილი სარექტიფიკაციო ბურთში შედის, სადაც ამონაორთქლის გაცივება ხდება. ერთი სიტყვით, გამოხდის კლასიკურ წესთან გვაქვს საქმე. აბსენტისთვის გამოიყენება 97.3 %სუფთა სპირტი, ძირითადად შაქრის ჭარხლისა, თუმცა ადრე უფრო (მაგ. “პერნო”-ში) ყურძნის სპირტებს იყენებდნენ. ამ სპირტს წყალთან აზავებენ, დაყავთ 85%-მდე, ურევენ ამ შეზავებულ მცენარეებს და მაცერაციისთვის ტოვებენ მთელი ღამის განმავლობაში. დილით ისევ წყალს უმატებენ და გამოხდას იწყებენ. ნახადს 2 ან 5 ლიტრიან სპილენძის თუნგებში აგროვებენ, ამოწმებენ მის ფერს, გამჭვირვალობას, სურნელს და გემოს. კუდსა და წინწანაქარს კი ცალკე აგროვებენ.

უმნიშვნელოვანესი ეტაპია შეფერვა, სადაც მცენარის ხარისხს გადამწყვეტი როლი ეკისრება და საბოლოოდ ყალიბდება სასმელის გემოც. ამისთვის დისტილატს ამატებენ ფერისთვის აუცილებელ მცენარეებს, “მცირე აბზინდას” (artemisia pontica),“უსუპს”და “ბარამბოს”, რის შემდეგაც ფილტრაციიის ჯერი დგება კონუსისებრ საფილტრ ჭურჭელში. ბოლოს უკვე დეგუსტაციების ციკლი ტარდება (პირველ რიგში წყალთან გაზავებისას მოწმდება, თუ როგორი Loucheაქვს, ანუ სიმღვრივე) და ბოთლებში ჩამოსხმამდე რამდენიმე თვეს აძველებენ, რათა საბოლოო ნარჩენები დაილექოს სასმელში.

აბსენტის რიტუალები, გაზავება, რეცეპტები

როგორც ცნობილია, აბსენტს ძირითადად წყალთან გაზავებულს სვამდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც არაფრად დაგიდევდათ გაზავების წმინდათაწმინდა რიტუალს და ეგრევე, სირჩით ურახუნებდა ბოთლში გამომწყვდეულ ამ შლეგიან სითხეს. ეს შემთხვევები საერთო სურათს მაინც ვერ ცვლიდა, რადგან გაზავების ჩვეულებას იმდენად დიდი, ლამის ნარკოტიკული ხიბლი ჰქონდა, რომ ათწლეულობის განმავლობაში იგი აბსენტის მთავარ შემადგენლად იქცა და ხშირად თავად ტუიონზე (ეს ის ნივთიერებაა, რომელმაც აბსენტს ლეგენდარული სასმელის რეპუტაცია დაუმკვიდრა) უფრო მეტად ეფექტურად მოქმედებდა.

წყლის სტიქიის გარდა აბსენტში იყენებდნენ ცეცხლსაც, თუმცა ბევრის აზრით ცეცხლი შედარებით გვიანი, ჩეხური დანამატია და არაფერი აქვს საერთო კლასიკურ ფრანგულ აბსენტის რიტუალებთან. აბსენტს ასხამენ ჭიქაში, შემდეგ აბსენტით ასველებენ შაქრის ნატეხს, რომელსაც ადვილად ეკიდება ცეცხლი, კარამელი დნება და ამ კოვზს მოსარევად აბსენტით სავსე ჭიქაში დებენ. ამ დროს ცეცხლი კვლავ ეკიდება აბსენტს, რაც ალკოჰოლურ სიმაგრესაც აკლებს სასმელს.

რატომღაც ბევრს ეს რიტუალი არქაული ჰგონია, არადა იგი ძალიან არ მოეწონებოდათ აბსენტის ოქროს ხანის გმირებს. სწორედ ამიტომაც, საკმაოდ ხელოვნური ჩანს ჯონი დეპის მიერ ანთებული ვიქტორიანული კოცონი აბსენტის ჭიქაში (ფილმიდან “From Hell”) და უფრო კლასიკურია გარი ოლდმენის მიერ ვაინონა რაიდერისთვის გაზავებული აბსენტი…

იხილეთ გაგრძელება>>>vinoge.com

28-04

ავტორი: gzamkvlevi

 

ბლოგების საერთაშორისო კონკურსზე The Best of Blogs (The BOBs) , რომელიც გაიმართა 15 აპრილს (სიყვარულის დღეს …ჩვენით :) )გამოვლინდა  საუკეთესო ბლოგები 17 ნომინაციაში, ყველა ნომინაციაში გამოვლინდა ორი გამარჯვებული , ერთი- ჟიურის , მეორე - მომხმარებლებისარჩეული.

Jury Gewinner 2010

User Winners 2010

საქართველოში ნეტა თუ ჩატარდება ასეთი კონკურსი  ?

წყარო>>>gzamkvlevi.wordpress.com

4358d785353a

 

Bookmark and Share
 

მაესტროს ერთ-ერთი მუსიკალური პროექტი _ ირაკლი ჩარკვიანის კონცერტი Music Hall-ში. 

Untitled-2

Man-and-Suitcase

ავტორი: დევი დევიძე

მამაკაცთა უმრავლესობა, რაოდენ მამაცი და მტკიცეც არ უნდა ჩანდეს, სინამდვილეში საკმაოდ მშიშარა არსებაა. გერმანელ მეცნიერთა გამოკვლევების თანახმად, კაცებს ბევრი რამის ეშინიათ, მაგალითად, იმის, რომ მამას არ ეყვარებათ (თანაც ეს შიში რატომღაც პირველ ადგილზე დგას), საყვარელი ქალი უარყოფთ, ასევე - უბედური შემთხვევების, მარტოობის, ხელქვეითებზე კონტროლის დაკარგვის და სხვა. მსგავს შიშებს ასე თუ ისე უმკლავდებიან, მაგრამ არსებობს ცხოვრების კიდევ ერთი მხარე, სადაც იოლად მოწყვლად და მღელვარე მამაკაცურ სულს ქალისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია. ქალბატონები, ალბათ, დაგვეთანხმებიან, რომ როდესაც გულის სწორი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ნერვიულობას იწყებს, სიამოვნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მაშ, რისი ეშინიათ მათ ყველაზე მეტად ლოგინში?

"ვაითუ არაფერი გამომივიდეს!"
ყველა მამაკაცის ქვეცნობიერებაში ეს შიში სადღაც არის მოთავსებული. ის განსაკუთრებით მწვავედ გამომჟღავნდება, თუ თქვენი გმირი ადრეც მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში. სხვათა შორის, არსებობს ერთი უცნაური მითი, რომლის მიხედვითაც მამაკაცს მთელი სიცოცხლის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის სექსუალური აქტის ჩატარება შეუძლია, ამიტომ მას, ვისაც ჯერ მარცხი არ მოსვლია, ყოველთვის ეშინია, რომ ერთ არცთუ მშვენიერ დღეს მისი ლიმიტი ამოიწურება და... რა თქმა უნდა, ეს აზრი მეცნიერული თვალსაზრისით მეტად უსუსურია, ამიტომ თუ თქვენი მამაკაცი ნებისმიერი მიზეზით ცდილობს, თავიდან აიცილოს თქვენთან სიახლოვე, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ მას ეშინია. ასეთ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ნურაფერს დააძალებთ, მაგრამ ამასთანავე განუწყვეტლივ მიახვედრეთ, რაოდენ ძვირფასი და მიმზიდველია იგი თქვენთვის. თუ, ბოლოს და ბოლოს, დაიყოლიებთ, ინიციატივა აქაც საკუთარ ხელში უნდა აიღოთ. როდესაც ბორბალი დატრიალდება, მამაკაცი დაივიწყებს საკუთარ შიშს.

ქალწულობა. გაიგონებს თუ არა ამ ჯადოსნურ სიტყვას, მამაკაცების ნახევარზე მეტი ველური ყვირილით გარბის და ქალის თვალთახედვის არიდან იკარგება. მათ, პირველ რიგში, დამატებითი პასუხისმგებლობის ეშინიათ: ვაითუ პირველივე აქტის შემდეგ ჩაებღაუჭოთ და მაჩის ბიუროში წაათრიოთ! მეორე მიზეზი ქალიშვილისთვის ტკივილის მიყენების შიშია, ამიტომ სიახლოვისას კავალერი საგონებელში რომ არ ჩააგდოთ, ან ადრევე გააფრთხილეთ ამის შესახებ, ან აუხსენით, რომ სულაც არ აპირებთ მის დამოუკიდებლობაზე თავდასხმას, რადგან საკუთარ დამოუკიდებლობას უფრო მეტად აფასებთ.

შედარება. თუ მამაკაცთან შემთხვევით წამოგცდათ წარსულში არსებული რომანის შესახებ, თქვენი საქმე (უფრო კი - მისი) წასულია. კაცი მაშინვე იმაზე იწყებს ფიქრს, ვინ უფრო "მაგარია" - თვითონ თუ მისი (თუნდაც ყოფილი) მეტოქე. ამიტომ ერიდეთ გულახდილობას. სხვათა შორის, არც ყოფილი მეგობრის ლანძღვა შეიძლება, რადგან, - უცნაურია, მაგრამ ასეა - მამაკაცური სოლიდარობის გამო თქვენი კავალერი მის მხარეს დაიკავებს, მეორეც, შეეშინდება, რომ თუ ერთმანეთს დაშორდებით, მის შესახებაც იმავეს იტყვით.

საკუთარი გარეგნობა. როგორი თვითდაჯერებითაც არ უნდა გაჰყვიროდეს ძლიერი სქესი, ნამდვილი მამაკაცისათვის საკუთარ გარეგნობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვსო, არ დაუჯეროთ. სინამდვილეში პირიქითაა - ამ მხრივ არასრულფასოვნების კომპლექსი მამაკაცებს უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე ქალბატონებს, ამიტომ თუ თქვენი მიჯნური ტანსაცმლის სრულ სიბნელეში გახდას ამჯობინებს და თუ ამ დროს შემთხვევით აანთებთ ნათურას, მაშინვე შესწევს მუცელს და ყველა კუნთს დაჭიმავს, სავარაუდოდ, მას საკუთარი გარეგნობის რცხვენია. ხშირად გაუმეორეთ, რომ მას შესანიშნავი ფიგურა აქვს, რომ მომცროღიპიანი მამაკაცები კულტურისტებზე მეტად გიზიდავთ და მისი შიშები დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა.

იხილეთ ვრცლად>>> >>>www.mkurnali.ge