ჟურნალი ლიბერალი და ”თვითერის რევოლუცია” ანუ ყველაფერი ახალი მედიის შესახებ
Posted 5:00 PM by Nina in თემები Mr.Picasso, ინტერნეტი, კვლევა, მედია, სოციალური ქსელიავტორი: mr.picasso
”ახალი მედია” საქართველოში ჯერ კიდევ უცხო და ახალი ხილია. დღევანდელი პოსტის დაწერის იდეა ჟურნალ ლიბერალის #13 ნომერში დაწერილმა სტატიამ ”საქართველოში ”თვითერის რევოლუცია ჯერ შორსაა ” (გვ44-45) მომცა. მეტწილად ჩემმა სტატიის ავტორისგან განსხვავებულმა ხედვამ ბლოგოსფეროსა და ზოგადად ახალ მედიაზე.
რომელიც ძირითადად შემდეგი საიტებისგან შედგება :
Twitter(საიტი სადაც უზიარებ შენს მესიჯებს გარესამყაროს)
facebook(მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი)
blogger( ყველაზე მარტივი დახვეწილი და ადვილად მოსახმარი ბლოგ საიტი )
wordpress(ბლოგ საიტი)
youtube(ვიდეოპორტალი)
ყველა ამ საიტის პლიუსი გახლავთ ის რომ ისინი უფასო სერვისებია, დარეგისტრირება ძალზედ მარტივია. ხარ უშუალო შემქმნელი და თანამონაწილე ინფორმაციის მიღება გავრცელებისას.. გაქვს საშუალება დააფიქსირო შენი საკუთარი აზრი წამოიწყო ან თავად ჩაერთო სხვადასხვა თემატიკის დისკუსიაში. არ გყავს ცენზორი ,შენ მხოლოდ შენს შესაძლებლობებზე ხარ დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად გამოიყენებ თავისუფალი სიტყვის ამ ოაზისს.
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია , ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ საინფორმაციო საშუალებად, ვერ აღიქვამს ”კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის(CRRC)მონაცემებით ასეთნი მხოლოდ 3% შადგენენ..
http://gochagabodze.blogspot.com/